воскресенье, 17 ноября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს პრეზენტაციის დღეა, მონაწილეებმა წარმოვადგინეთ ნამუშევრები, მათ შორის მეც, რაღაც-რაღაცეები დღესაც შევცვალე, დავამატე, საბოლოოდ ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ ჩემი პორტფოლიო   რომ მთლად დასრულებული სახით არაა წარმოდგენილი, თუმცა ყველა აუცილებელი დოკუმენტი ვეცადე შემექმნა, საბოლოოდ კმაყოფილი არ ვარ მაგრამ მომდევნო დღეებში აუცილებლად შევიტან შესწორებებს. ძალიან მომეწონა ნინო ნასყიდაშვილის პროექტი, ყველაფერი სრულყოფილად და კარგად იყო წარმოდგენილი. 

суббота, 16 ноября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მერვე დღე

დღეს გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტს, გადავხედათ ჩვენს გეგმას და განვიხილეთ რა გვაქვს და რა გავაკეთეთ ამ დღემდე. გავეცანით ფასილიტაციის დანიშნულერბას და შევქმენით დამხმარე მოსწავლისათვის.
დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციაში ფაილის მიბმა. 

воскресенье, 10 ноября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ რა უნდა გავითვალისწონოთ თემატურ გეგმაში სასწავლო პროცედურების შესავსებად,განვიხილეთ მოსწავლეთა დასახმარებლად როგორი რესურსები შეიძლება გამოვიყენოთ, გავიხსენეთ გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, გეგმაში აქტივობები უნდა შევარჩიოთ  ყველა მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე. სახლში უნდა გავაკეთოთ პრეზენტაციის ან ბუკლეტის შაბლონი მოსწავლეებისთვის, მათი დახმარების მიზნით.
გავაზიარეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და გავუკეთეთ კომენტარები.
ვისწავლეთ დრაივში კითხვარის შექმნა. 


суббота, 9 ноября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მეექვსე დღე

დასაწყისისთვგის გავიხსენეთ რა გავაკეთეთ დღემდე: შევქმენით პორტფოლიო, შევავსეთ ნაწილობრივ თემატური გეგმა, ბროშურები.  .   . მოკლედ ბევრი რამ. 
ჩვენი დღევანდელი დავალებაა შევქმნათ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. ამისათვის დავათვალიერეთ უკვე არსებული ნამუშევრები, რუბრიკები და შევქმენი ჩემი მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ასევე draiv-ში ერთმენეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. 

воскресенье, 3 ноября 2013 г.

პროექტით სწავლება -ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტი (შეიცავს შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს),  დავათვალიერეთ  Intel® Education Viewer -ში (http://tpdc.ge/essentials) სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები. განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის დოკუმენტი, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის შაბლონი. შევქმენით პრეზენტაციები, წარმოვიდგინეთ რა ჩვენი თავი მოსწავლეთა როლში და ავტვირთეთ იგი ჯერ DRIVE-ზე, შემდეგ ბლოგზე.

დავალება: შევავსოთ საჭიროებების დოკუმენტი  სასწავლო პროექტის პრეზ-ში

მოსწავლის ნიმუში

суббота, 2 ноября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ მონაწილეთა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შევიტანეთ ეს კითხვები ჩვენს პროექტის  გეგმაში. გავეცანით მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვას. აქტივობა 3 - ს, გავიხსენეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და მეთოდები, გავიაზრეთ როგორ გამოვიყენებთ მათ ჩვენს თემაში. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომლის საფუძველზეც შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ასეთივე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. 

суббота, 26 октября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მესამე დღე

დღეს ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. ტრენინგის მონაწილეებმა განვიხილეთ ერთმანეთის ბროშურები. შევავსეთ პროექტის გეგმაში სტანდარტები და ინდიკატორები ( ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) , ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო მიზნების ცხრილი, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ცხრილი. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. ვისწავლე google-drive-ში დოკუმენტების ატვირთვა, გაზიარება. . . . მოკლედ დღეს ბევრი  საინტერესო რამ გავიგე.
დავალება- პროექტის გეგმაში ჩამოვაყალიბოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

воскресенье, 20 октября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე უფრო საინტერესო აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გავიაზრე პროექტზე დაფუძნებული სწავლის უპირატესობანი. ეს მეთოდი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ცოდნა, უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, მათ უვითარდებათ პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და უამრავი დადებითი უნარ-ჩვევები.
ტრენინგის მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ საკუთარი პროექტის იდეები. შევავსეთ პროექტის გეგმა ნაწილობრივ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროექტის განხორციელების ეტაპებზე. მოვიძიეთ ცოტაოდენი ინფორმაცია საკუთარ პროექტებზე.
გავეცანით ბლოკ-სქემას, რომელიც კარგად ასახავს სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესს, ასევე განვიხილეთ როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო ღონისძიებები და ჩამოვაყალიბოთ პროექტის სასწავლო მიზნები- განვსაზღვროთ კონკრეტული სასწავლო მიზნები საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე, გავითვალისწინოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რათა მოსწავლეები ძირითად თემებს გაეცნონ სიღრმისეულად, შემდეგ ჩამოვაყალიბოთ საკვანძო კითხვები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები გაიაზრებენ საკვანძო იდეებს. აუცილებლა უნდა დაიგეგმოს შეფასების გეგმა.
გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.
განვიხილეთ ბუკლეტების დამზადების  საშუალებები.
საშინაო დავალება: ბუკლეტის დამზადება საკუთარი პროექტის ირგვლივ.

суббота, 19 октября 2013 г.

პროექტით სწავლება - ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს წარიმართა ძალზედ საინტერესოდ,
განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, გავეცანით პროექტის შექმნის გეგმას, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე. გავეცანით სხვადასხვა რესურსებს, როგორიცაა პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი.